| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯანიკო მანჯგალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღანირი, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის მედ-ლაბორანტების სკოლა მედ-ლაბორანტის სპეციალობით 1948 წელს; მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტი 1952 წელს. 1941-1946წწ. მუშაობდა სოფელ ღანირის პიონერხელმძღვანელად; 1948-1979წწ. იყო ქ. თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს მედ-ლაბორანტი; 1979-1993წწ. აქვე - კლინიკის უფროსი მედდა; 1989-1990წწ. საავადმყოფოს მედსტატისტიკოსი; 1996-2007წწ. საავადმყოფოს კანცელარიის გამგე; საატესტაციო კომისიის მიერ, კვალიფიკაციის ორჯერ გავლის შემდგომ მიენიჭა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის პირველი კატეგორია (1982, თბილისი), მედდის პირველი საკვალიფიკაციო კატეგორია (1990, თბილისი); სპეციალიზაციის ციკლი სპეციალობაში კლინიკო ლაბორანტი (1991, თბილისი). ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო: 1973-1975წწ. რაიონული საბჭოს მშრომელთა დეპუტატების 26 კომისრის სახელობის რაიაღმასკომის მე-14 მოწვევის დეპუტატი; 1954-1958წწ. საავადმყოფოს კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1979 წლიდან კლინიკის ადმინისტრაციული განყოფილების პარტორგანიზაციის მდივანი; კლინიკის მედდების საბჭოს ხელმძღვანელი; სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.448-449 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

