The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ მეფისაშვილი

Date of birth:18??
Date of death:11 January, 1902
Burial location:სოფელ ივლიტას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, ქართველ კათოლიკეთა სასაფლაო, ახალციხე
Category:Public official, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: რაბათი, ქ. ახალციხე.

მიხეილ მეფისაშვილი დაიბადა პავლე მეფისაშვილის ოჯახში. მიღებული ჰქონდა კარგი განათლება, იცოდა თურქული, სომხური, რუსული ენები, ქართული მწიგნობრობა და ისტორია, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები, განსაკუთრებით კი  საქართველო-ოსმალეთის ვითარება. 1877 წელს გენერალმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა მიხეილ მეფისაშვილი და გრიგოლ გურიელი აჭარის ბეგ შერიფ ხიმშიაშვილთან დიპლომატიური მისიით გააგზავნა. მიხეილ მეფისაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჭარის ბეგებთან, იცნობდა მათ ოჯახებს, იცოდა მათი აზრი ქართველებსა და საქართველოზე, ასევე გავლენა ჰქონდა მათზე. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ საქართველოში, შავშეთ-ერუშეთის, ფოცხოვის, ქვაბლიანის, ართვინის მხარეში. 1878 წელს  მიხეილ მეფისაშვილი დაინიშნა ართვინის ოლქის უფროსად. 

წყარო: ქართველ კათოლიკენი ყველა ასპარესზედ და ზოგი რამ წერილები დასავლეთ საქართველოზე / აღწერილი და დაბეჭდილი ზაქარია ჭიჭინაძისაგან.-თფ.,1905.-გვ.22-25; ნახული და გაგონილი : წერილები ახალციხიდან // ივერია.- თბილისი, 1902.-19 იანვარი.-N15.-გვ.2-3


Share: