The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნათელა ერგემლიძე

ნათელა ერგემლიძე
Other name:გიული ერგემლიძე
Date of birth:28 August, 1936
Date of death:11 December, 2008  (at 72 years)
Burial location:დაბა ჩაქვის სასაფლაო, ქობულეთის რაიონი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1965 წელს; ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური ლაბორატორიის დიაგნოსტიკის ციკლი და მიიღო ექიმი-ლაბორანტის კვალიფიკაცია 1969 წელს.

1968-1972წწ. მუშაობდა ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვის საავადმყოფო-კლინიკური გაერთიანების კლინიკური ლაბორატორიის გამგედ; ხუთ წელიწადში ერთხელ იმაღლებდა კვალიფიკაციას ჰემატოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლის მიზნით; 1971-1972წწ. გაიარა სტაჟირება ქ. თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური ლაბორატორიის ბაზაზე , მოგვიანებით დაინიშნა თბილისის მეათე მოზრდილთა პოლიკლინიკის ექიმ-ლაბორანტად და კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ (1972), სადაც მუშაობდა 35 წელი; იყო თბილისის საქარხნო რაიონის უფროსი სპეციალისტი. მისი თაოსნობით 3 კაციანი ლაბორატორია 15 კაციანი მაღალკვალიფიციური კადრით დააკომპლექტა და დროისათვის შესაფერისი სათანადო ტექნიკით აღჭურვილ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულებად აქცია; იგი წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ისტორიის კათედრისა და სამედიცინო ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ საქართველოში მოწყობილი ქართული ხალხური მედიცინის ნიმუშებისა და სამედიცინო ფოლკლორული მასალების შემგროვებელი ექსპედიციების აქტიური წევრი; ეს ნიმუშები ინახება რესპუბლიკის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში; დაჯილდოებულია საქართველოსა და საკავშირო სიგელებითა და მადლობებით. ექიმი-ლაბორანტი, ლაბორატორიული საქმის საუკეთესო მცოდნე და ორგანიზატორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.526-529

Member of Organizations

  • საქართველოს ექიმ-ლაბორანტთა საზოგადოება, წევრი

Share: