| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტიანა ლეკრეკი-ბერიშვილი![]()
Biographyქრისტიანა ლეკრეკი ეროვნებით ქართველი არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ემიგრანტ მამია ბერიშვილზე დაქორწინდა, მისი საქმიანობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ შეძენილი ლევილის მამულის მოვლა-პატრონობა გახდა და ქართველ ემიგრანტთა იმედად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედჩავარდნილი მამია ბერიშვილი - ნოე რამიშვილის დისშვილი, 1943 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიასა და საფრანგეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩის, აკაკი ჩხენკელის შუამავლობით გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, საფრანგეთის ქართულ ემიგრაციას შეუერთდა. ქართველთა საფლავების მოვლა-პატრონობის გარდა, ქრისტიანა ლეკრეკი ლევილის შატოს გალამაზებაზეც ზრუნავდა - მის გარშემო ვარდები გააშენა და სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა ასოციაციის "ქართული კერა" ადმინისტრაციულ საქმიანობას. წყარო: ქართველი ქალები ემიგრაციაში/ტექსტის ავტორი რ. დაუშვილი. -თბ., 2024. -გვ.111-113 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

