| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ჩიქოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა აბაშა. კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლებისას (1915-1916) გაიწვიეს არმიაში (1916-1917); დემობილიზაციის შემდეგ შევიდა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1918). 1924-1927წწ. მუშაობდა სენაკის მაზრის დაბა მარტვილის, შემდეგ კი სენაკის საავადმყოფოს ორდინატორად და პოლიკლინიკური განყოფილების კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ; 1927-1929წწ. თბილისის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1929-1930წწ. არის იმავე კლინიკის ასისტენტი; 1927-1929წწ. პარალელურად ეუფლებოდა პროფესორ ისააკ ხათრიძის ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს; 1930-1934წწ. მუშაობდა ხაშურის ქალთა კონსულტაციისა და კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ; 1935-1965წწ. აბაშის რაიონის სამშობიარო სახლის გამგედ და რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგად; 1930-1932წწ. მივლინებული იყო მოსკოვისა და ლენინგრადის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკებში, დაეუფლა თანამედროვე სამეანო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს, ბაქტერიოლოგიურ და კლინიკურ-დიაგნოსტიკურ კვლევის მეთოდებს; აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც; ხშირად გამოდიოდა საზოგადოების სხდომებზე მოხსენებებით; გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ ჟურნალებში: "თანამედროვე მედიცინა" და "საბჭოთა მედიცინა": "რეციკულურ-ენდოთელური სისტემის ფუნქციური გამოკვლევა ორსულობის დროს"; "ჭიპლარის აპკის მიმაგრების შესახებ"; "ანკილოსტომიაზი სამეგრელოში"; "მასალები ჰელმითოიაზის დახასიათებისათვის ახალციხის, ახალქალაქისა და სენაკის რაიონებში". დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. პრაქტიკული სამეანო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სამსახურების ერთ-ერთი წარმომადგენელი. ექიმი გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.566-568 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

