The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩიქოვანი

მიხეილ ჩიქოვანი
Other name:ლუკა ჩიქოვანი
Date of birth:14 September, 1895
Date of death:20 November, 1965  (at 70 years)
Burial location:სოფელ კვათანის სასაფლაო, აბაშის რაიონი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: დაბა აბაშა.

კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლებისას (1915-1916) გაიწვიეს არმიაში (1916-1917); დემობილიზაციის შემდეგ შევიდა ახლადგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე (1918).

1924-1927წწ. მუშაობდა სენაკის მაზრის დაბა მარტვილის, შემდეგ კი სენაკის საავადმყოფოს ორდინატორად და პოლიკლინიკური განყოფილების კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ; 1927-1929წწ. თბილისის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკაში გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1929-1930წწ. არის იმავე კლინიკის ასისტენტი; 1927-1929წწ. პარალელურად ეუფლებოდა პროფესორ ისააკ ხათრიძის ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიური და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მეთოდებს; 1930-1934წწ. მუშაობდა ხაშურის ქალთა კონსულტაციისა და კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგედ; 1935-1965წწ. აბაშის რაიონის სამშობიარო სახლის გამგედ და რაიონული საავადმყოფოს გინეკოლოგად; 1930-1932წწ. მივლინებული იყო  მოსკოვისა და ლენინგრადის სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკებში, დაეუფლა თანამედროვე სამეანო-გინეკოლოგიურ ოპერაციებს, ბაქტერიოლოგიურ და კლინიკურ-დიაგნოსტიკურ კვლევის მეთოდებს; აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც; ხშირად გამოდიოდა საზოგადოების სხდომებზე მოხსენებებით; გამოქვეყნებული აქვს 5 სამეცნიერო ნაშრომი ქართულ ჟურნალებში: "თანამედროვე მედიცინა" და "საბჭოთა მედიცინა": "რეციკულურ-ენდოთელური სისტემის ფუნქციური გამოკვლევა ორსულობის დროს"; "ჭიპლარის აპკის მიმაგრების შესახებ"; "ანკილოსტომიაზი სამეგრელოში"; "მასალები ჰელმითოიაზის დახასიათებისათვის ახალციხის, ახალქალაქისა და სენაკის რაიონებში". დაჯილდოებულია მრავალი მადლობითა და სიგელით. პრაქტიკული სამეანო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის სამსახურების ერთ-ერთი წარმომადგენელი. ექიმი გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.566-568  

Member of Organizations

  • აბაშის საექიმო საზოგადოება, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: