| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ სელეპანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე. იყო თანრიგოსანი მძლეოსნობაში (სირბილი დიდ დისტანციებზე), მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და მედალი. სავალდებულო სამხედრო სამსახური 1987-1989 წლებში გაიარა ყაზახეთის რესპუბლიკაში. 1989 წლის აპრილიდან იყო ეროვნულ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1992 წლის 1 სექტემბერიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, იბრძოდა გაგრაში, 7 ოქტომბერს თავისი 103-ე ბატალიონის გადარჩენილ წევრებთან ერთად დაბრუნდა თბილისში. 19 ოქტომბერს ისევ წავიდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს, მდინარე გუმისთის ხეობაში, სადაზვერვო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.380-381
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

