| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ სელეპანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე. იყო თანრიგოსანი მძლეოსნობაში (სირბილი დიდ დისტანციებზე), მიღებული ჰქონდა მრავალი დიპლომი და მედალი. სავალდებულო სამხედრო სამსახური 1987-1989 წლებში გაიარა ყაზახეთის რესპუბლიკაში. 1989 წლის აპრილიდან იყო ეროვნულ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1992 წლის 1 სექტემბერიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, იბრძოდა გაგრაში, 7 ოქტომბერს თავისი 103-ე ბატალიონის გადარჩენილ წევრებთან ერთად დაბრუნდა თბილისში. 19 ოქტომბერს ისევ წავიდა აფხაზეთში. დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს, მდინარე გუმისთის ხეობაში, სადაზვერვო ოპერაციის შესრულების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.380-381
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

