The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი კართხია

ლერი კართხია
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1951  (74 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, ცხაკაიას რაიონი.

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარი მასწავლებლის კვალიფიკაციით; თბილისის სახელმწიფო სამხატერო აკადემიის დეკორაციის ფაკულტეტი მხატვარ-დიზაინერის კვალიფიკაციით.

1979 წელს იყო ცხაკაიას ახალგახსნილი სამხატვრო გალერეის დირექტორის მოადგილე; ათი წლის შემდეგ დირექტორი, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია მისი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა – იგი სენაკის საბავშვო სამხატვრო სკოლის პედაგოგია. როგორც მხატვარ-დიზაინერს, რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს შესრულებული, მათ შორის: თეკლათის დედათა მონასტერში მეუფის რეზიდენციისათვის ფოტო-გამოფენა, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზის ინტერიერის გალამაზება, ასევე, ძველი სენაკის საჯარო სკოლისა და სს "არქეოპოლისის" მუზეუმების, სოფელ ნოქალაქევში მდებარე რესტორნის ორივე სართულის ინტერიერის კეთილმოწყობა ხეზე კვეთით, გობელენითა და კერამიკული პანოებით; მოზაიკური პანოები სენაკში, ბათუმსა და წალენჯიხაში; მონაწილეობდა შერეულ გამოფეზებში, აქტიურად იყო ჩართული გაზეთ "კოლბეთის" მხატვრულ გაფორმებაში.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.200-204

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: