| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი კართხია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძველი სენაკი, ცხაკაიას რაიონი. დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარი მასწავლებლის კვალიფიკაციით; თბილისის სახელმწიფო სამხატერო აკადემიის დეკორაციის ფაკულტეტი მხატვარ-დიზაინერის კვალიფიკაციით. 1979 წელს იყო ცხაკაიას ახალგახსნილი სამხატვრო გალერეის დირექტორის მოადგილე; ათი წლის შემდეგ დირექტორი, რომელსაც 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია მისი შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა – იგი სენაკის საბავშვო სამხატვრო სკოლის პედაგოგია. როგორც მხატვარ-დიზაინერს, რამდენიმე საინტერესო პროექტი აქვს შესრულებული, მათ შორის: თეკლათის დედათა მონასტერში მეუფის რეზიდენციისათვის ფოტო-გამოფენა, სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზის ინტერიერის გალამაზება, ასევე, ძველი სენაკის საჯარო სკოლისა და სს "არქეოპოლისის" მუზეუმების, სოფელ ნოქალაქევში მდებარე რესტორნის ორივე სართულის ინტერიერის კეთილმოწყობა ხეზე კვეთით, გობელენითა და კერამიკული პანოებით; მოზაიკური პანოები სენაკში, ბათუმსა და წალენჯიხაში; მონაწილეობდა შერეულ გამოფეზებში, აქტიურად იყო ჩართული გაზეთ "კოლბეთის" მხატვრულ გაფორმებაში. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.200-204 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

