The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ მიქელაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის თბილისში შემოსევის დროს, როცა აღა-მაჰმად-ხანის ბრძანებით სიონის ტაძარი გადაწვეს და თბილისის მაცხოვრებლები ტყვედ აიყვანეს, მარიამ მიქელაშვილი შემთხვევით გადარჩა, მან სიონის ტაძარში, ფერფლში აღმოაჩინა ღვთისმშობლის ხატი, ოდნავ დამწვარი (სიონის ხატად, შემდეგში კი სავანელიანთ ხატად წოდებული). 1899 წლამდე ეს ხატი ინახებოდა მარიამ მიქელაშვილის ნათესავთან ალექსანდრე სავანელთან, რომლის თანხმობით ეს ხატი გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ მოოქროვილი ვერცხლის პერანგით შემოსა და შესაფერისი წარწერით სიონის ტაძარს დაუბრუნა. 1934 წლის 23 თებერვალს ხატის პერანგი დაიკარგა (სავარაუდოდ მოიპარეს).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.342; სიონის ტაძრისათვის : მცირედი ცნობანი.-თბ.,1946.-10გვ.


გააზიარე: