| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ მიქელაშვილი![]()
Biography1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის თბილისში შემოსევის დროს, როცა აღა-მაჰმად-ხანის ბრძანებით სიონის ტაძარი გადაწვეს და თბილისის მაცხოვრებლები ტყვედ აიყვანეს, მარიამ მიქელაშვილი შემთხვევით გადარჩა, მან სიონის ტაძარში, ფერფლში აღმოაჩინა ღვთისმშობლის ხატი, ოდნავ დამწვარი (სიონის ხატად, შემდეგში კი სავანელიანთ ხატად წოდებული). 1899 წლამდე ეს ხატი ინახებოდა მარიამ მიქელაშვილის ნათესავთან ალექსანდრე სავანელთან, რომლის თანხმობით ეს ხატი გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძემ მოოქროვილი ვერცხლის პერანგით შემოსა და შესაფერისი წარწერით სიონის ტაძარს დაუბრუნა. 1934 წლის 23 თებერვალს ხატის პერანგი დაიკარგა (სავარაუდოდ მოიპარეს). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.342; სიონის ტაძრისათვის : მცირედი ცნობანი.-თბ.,1946.-10გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

