| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გარი ბუცხრიკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1962 წელს. მთელი ცხოვრება მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1969 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1972 წელს მიიღო დოცენტის წოდება; 1979-1984 და 1989-1992წწ. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი; 1988 წელს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1991 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1992 წელს აირჩიეს სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგედ. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ახალი მიმართულების – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების პროცესების ავტომატიზაციის შექმნას და დაფუძნებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როგორც პედაგოგის და აღმრზდელის მოღვაწეობა, სრულყოფდა სასწავლო პროცესს, ქმნიდა სასწავლო ლიტერატურასა და სახელმძღვანელოებს, აღზარდა მრავალი მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი. ტექნიკურ უნივერსიტეტში სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო წარმოების ავტომატიზაციის კათედრის გამგე (მიმართულების კოორდინატორი). Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

