| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს. 1934-1935წწ. მუშაობდა აბაშის რაიონის სოფლების სამიქაოს და გულ-კეთილარის (1935-1936) ჯანპუნქტების გამგედ; 1937-1938წწ. რაიონის მანქანა-ტრაქტორის სადგურთან არსებული ჯანპუნქტის გამგედ; 1938-1940წწ. რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს თერაპევტად; 1938-1941წწ. ქ. ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) ჯანგაერთიანების სისტემის შინაგანი ექიმი; აბაშის რაიონის შინაგანი ექიმი (1941). გაიწვიეს წითელ არმიაში (1941 წლის 26 ივნისს), იბრძოდა ყირიმის ფრონტზე. ყირიმის ოპერაციის დროს, ალყის შემორტყმის შემდეგ ტყვედაყვანილი გაათავისუფლეს 1945 წლის 3 მაისს ქ. ვისმარიში წითელი არმიისა და მოკავშირეთა ჯარების შეერთების ადგილას. პირველი კატეგორიის ფილტრაციის გავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს და 1946 წლიდან აბაშის რაიონის საავადმყოფოს მინაგან ექიმად დაიწყო მუშაობა; 1947-1948წწ. იყო აბაშის რაიონის ტროპიკულ სნეულებათა სადგურის სტაციონარის ექიმი, ხოლო 1968-1969წწ. რაიონის ნევროპათოლოგი; იგი წლების განმავლობაში იმაღლებდა კვალიფიკაციას: გაიარა ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგისტის ციკლი (1936), თერაპიის ციკლი (1962), სისხლის გადასხმისა და სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრის კურსები (1939), რენტგენოლოგიის ციკლი (1953), ნევროლოგიის ციკლი (1967). გაიარა ატესტაცია და მიენჭა პირველი კატეგორიის ექიმის წოდება (1963). დაჯილდიებულია მრავალი მედლითა და ორდენით. ექიმი - თერაპევტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 636-638
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

