| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუჯუნა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1933 წელს. 1934-1935წწ. მუშაობდა აბაშის რაიონის სოფლების სამიქაოს და გულ-კეთილარის (1935-1936) ჯანპუნქტების გამგედ; 1937-1938წწ. რაიონის მანქანა-ტრაქტორის სადგურთან არსებული ჯანპუნქტის გამგედ; 1938-1940წწ. რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს თერაპევტად; 1938-1941წწ. ქ. ცხაკაიას (ახლანდელი სენაკი) ჯანგაერთიანების სისტემის შინაგანი ექიმი; აბაშის რაიონის შინაგანი ექიმი (1941). გაიწვიეს წითელ არმიაში (1941 წლის 26 ივნისს), იბრძოდა ყირიმის ფრონტზე. ყირიმის ოპერაციის დროს, ალყის შემორტყმის შემდეგ ტყვედაყვანილი გაათავისუფლეს 1945 წლის 3 მაისს ქ. ვისმარიში წითელი არმიისა და მოკავშირეთა ჯარების შეერთების ადგილას. პირველი კატეგორიის ფილტრაციის გავლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს და 1946 წლიდან აბაშის რაიონის საავადმყოფოს მინაგან ექიმად დაიწყო მუშაობა; 1947-1948წწ. იყო აბაშის რაიონის ტროპიკულ სნეულებათა სადგურის სტაციონარის ექიმი, ხოლო 1968-1969წწ. რაიონის ნევროპათოლოგი; იგი წლების განმავლობაში იმაღლებდა კვალიფიკაციას: გაიარა ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგისტის ციკლი (1936), თერაპიის ციკლი (1962), სისხლის გადასხმისა და სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრის კურსები (1939), რენტგენოლოგიის ციკლი (1953), ნევროლოგიის ციკლი (1967). გაიარა ატესტაცია და მიენჭა პირველი კატეგორიის ექიმის წოდება (1963). დაჯილდიებულია მრავალი მედლითა და ორდენით. ექიმი - თერაპევტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 636-638
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

