The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოკი ბაქრაძე

კოკი ბაქრაძე
Legal name:ნიკოლოზ ბაქრაძე
Date of birth:6 November, 1937  (88 years)
Category:Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებოსტნეობა, მებაღეობა-მევენახეობის ფაკლულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით.

1956-1962წწ. მუშაობდა ზემო სამგორის სარწყავ სისტემაში, რუსთავის ადგილობრივი მრეწველობის კომბინატის საკონდიტრო-ლიმონათის წარმოებაში, დიღმის მერძევეობის საბჭოთა მეურნეობაში, კამოს სახელობის თბილისის სასწავლო თვალსაჩინო ხელსაწყოების ქარხანაში. 1963 წელს მუშაობა დაიწყო თეთრიწყაროს რაიონში: 1963-1964წწ.  აგროტექნიკოსი; 1964-1965წწ. მერძეობა-მეცხოველეობის მეურნეობის განთავისუფლებული მდივანი; 1966-1969წწ. გარდაბნის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1969-1971წწ. გამარჯვების მევენახეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორის მოადგილე და მთავარი აგრონომი; 1971-1972წწ. საელევატორო მრეწველობის სამინისტროს ინჟინერ-ტექნოლოგი; 1972-1982წწ. მუშაობდა გარდაბნის რაიონში: 1972-1974წწ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვისა და ხარისხის გარდაბნის რაიონის სახელმწიფო ინსპექციის მთავრი ინსპექტორი; 1974-1976წწ. გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის საგეგმო კომისიის თავმჯდომარე; 1876-1977წწ.  საკონსერვო ქარხნის დირექტორი; 1977-1981წწ. რაისაბჭოს აღმასკომის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების ინსპექტორი, გამგე; 1982-1984წწ. საქართველოს ბიოკომბინატის დამხმარე მეურნეობის დირექტორი; 1984-1986წწ. გარდაბნის რაისაბჭოს აღმასკომის  საორგანიზაციაო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე; 1998-2000წწ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული დამხმარე მეურნეობის უფროსის მოადგილე; 2000 წელს შპს "მცხეთის სანერგის" დირექტორის მოადგილე; 1990, 1995, 1998 წლებში არჩეული იყო გარდაბნის რაიონული საბჭოს დეპუტატად.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.71-72


Share: