| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ბუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხონჭიორი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1932 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. სტუდენტობის პერიოდში და შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე: ქუთაისის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად, კულტურის სახლში და პარტკაბინეტში - ლექტორად, ქუთაისის რადიოგადაცემების მდივნად. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საისტორიო საზოგადოების, პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქიოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 1940-1990წწ. არჩეული იყო შავრა-ნამანევის სასოფლო საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატად, მრავალი კომისიის თავმჯდომარედ, სხვადასხვა დროს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს და ა. შ. 1938 წელს გ. ბუაძე საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებით დანიშნეს ჯერ ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეგეულის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 1939 წელს გადაიყვანეს ნამანევის საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც უწყვეტად იმუშავა 52 წელი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.78
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

