| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ჭანტურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კვათანა, აბაშის რაიონი. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1969-1971წწ. მუშაობას შეუდგა აბაშის რაიონის სოფელ ტყვირის ი. სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში - თავმჯდომარედ; შემდგომ აბაშის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსად (1971); ამ პერიოდში დაიწყო საკავშირო მასშტაბით გახმაურებული აბაშის რაიონის სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული ექსპერიმენტი, რის წარმართვაში იური ჭანტურიას მიუძღოდა დიდი წვლილი; 1981-1992წწ. ქ. თბილისში საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრებისა და დელეგაციების, მთავრობის რეზიდენციებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტებით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი გარდაბნის რაიონის 700 ჰექტარი მიწის ფართობზე შექმნილი მთავრობის მეურნეობის გენერალური დირექტორი; 1992-2008წწ. იყო გაერთიანების მმართველი; ცნობილი მკურნალის ვაჟა ივერიელის მიწვევით იგი 90-იან წლებში არჩეულ იქნა საქართველოს დიაბეტური ასოციაციის "სადა"-ს ვიცე პრეზიდენტად, მოგვიანებით კი პრეზიდენტად (1999); მიღებული ქონდა მრავალი მადლობა, სიგელი და ორდენი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.710-712 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

