| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კუკური ჩაჩიბაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაათავრა სერგო ორჯონიკიძის სახელობის მოსკოვის საინჟინრო ეკონომიური ინსტიტუტი-ინჟინერ ეკონომისტის სპეციალობით. 1956-1959წწ. მუშაობდა ყაზახეთში ტუკუზაკში კოლმეურნეობის მექანიკოსად; 1959-1962წწ. სენაკის ავტოსატრანსპორტო კანტორის ავტოკოლონის უფროსად; 1962-1965წწ. სახელმწიფო დაზღვევის სტატისტიკის სენაკის ტერიტორიულ ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე, 1966 წელს სამუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სენაკის M5 ტრესტის M12 მოძრავ მექანიზირებული კოლონიის სამუშაოთა მწარმოებლად; 1969 წლიდან მუშაობას აგრძელებს ამავე ტრესტის საწარმოო ტექნიკური კომპლექტაციის სამმართველოს უფროსად; 1971 წელს მუშაობას იწყებს სენაკის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომსაწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად, საიდანაც გადაჰყავთ საქართველოს კომპარტიის სენაკის რაიკომის ინსტრუქტორად; 1975 წელს არის სენაკის პარტიის რაიკომის მშენებლობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგე, რომელიც კურირებას უწევდა მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამსახურებს; 1976-1984წწ. იყო სამომხმარებლო კოოპერაციის (ცეკავშირის) სენაკის რაიკავშირის გამგეობის თავმჯდომარე; მის მიერ მოძიებულ იქნა და აშენდა სოფლების: ხორშის, ნოსირის და უშაფათის სავაჭრო ცენტრები; დაპროექტდა და ექსპლუატაციაში შევიდა 24 ტონიანი პურსაცხობი სოფელ კოტიანეთში, ჭალადიდში, ხორშის მოსახლეობისთვის 18 კმ-ზე გაყვანილ იქნა წყალსადენი; თანამედროვე დიზაინით მოხდა ნოქალაქევისა და სახარბედიოს რესტორნების რეკონსტრუქცია, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქ სენაკის თანამედროვე იერსახის შექმნისათვის; 1984-1990წწ. მუშაობდა სენაკის სპეცსარემონტო სამშენებლო სამმართველოს უფროსად. ოთხჯერ იყო არჩეული სენაკის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.245 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

