The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ღირსიაშვილი

ლევან ღირსიაშვილი
Date of birth:25 April, 1975  (51 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1998 წელს; 2007 წელს - საერთაშორისო ვიზიტორის პროგრამა, მედია კურსი, აშშ; 2010 წელს - თანამედროვე მედია ტექნოლოგიების კურსი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2011 წელს - სოციალური მედიის სასწავლო კურსი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2016 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "ოქროს დონის მეთაურთა კურსი"; 2016 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "მეთაურთა უწყებათშორის კურსი"; 2017 წელს - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობის კაბინეტის საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის "ბრინჯაოს მეთაურთა ტრენერთა კურსი".

1998-2002წწ. - საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო ანალიტიკურ სამმართველოში განყოფილების უფროსის მოადგილე; 2002-2006წწ. - გაზეთი "24 საათის" - ჟურნალისტი - საერთაშორისო მიმომხილველი; 2004-2006წწ. - საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ანალიზის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; 2009-2013წწ. - სამაუწყებლო კომპანია "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი და რედაქტორი ქ. ვაშინგტონი, აშშ; 2014 წელს - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საგარეო უსაფრთხოების საკითხების დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2015წწ. - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2015-2017წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე; 2018-2019წწ. - დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2019-2022წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; 2022-2024წწ. - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი; 2024-2025წწ. - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი; 2025 წლიდან - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge


Share: