The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გაგოშიძე

გიორგი გაგოშიძე
Date of birth:2 January, 1959  (67 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ხელოვნების ისტორიის განხრით და ამავე უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი ფერწერის მიმართულებით 1980 წელს. 

1981 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში; 1996 წლიდან "ქვის ფონდის" მცველი, ხოლო 2000 წლიდან საგანძურის გნყოფილების გამგეა; 2006 წლიდან  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შუა საუკუნეების ხელოვნების კოლექციების უფროსი კურატორია; 1995 წელს აირჩიეს საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის მეთოდური საბჭოს წევრად, გარდა ამისა იგი არჩეული იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს უძრავი ძეგლების, ჟურნალ "საქართველოს სიძველენის" სარედაქციო კოლეგიის და ჟურნალ ხელოვნების მუზეუმის "ნარკვევების" სარედაქციო კოლეგიის წევრად. ის სხვადასხვა დროს მონაწილეობდა მნიშვნელოვან სახელოვნებათმცოდნე და არქეოლოგიურ ექსპედიციაში საქართველოში, თურქეთში, კვიპროსში, ისრაელში, იორდანიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ლექციებს კითხულობს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო და თბილისი სასულიერო აკადემიებში. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.99

Bibliography


Share: