| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აქვსენტი გიორგობიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თხმორი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა 26 კომისრის სახელობის ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელი 1930 წელს; ქ. პუშკინოს (მოსკოვის ოლქი) საარტილერიო კურსები 1936 წელს. 1930 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჯერ მე-2 საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად დაინიშნა, ხოლო 1932 წელს ამავე პოლკის ბატალიონის მეთაურად დააწინაურეს; 1936 წელს იგი კვლავ დააწინაურეს და დივიზიონის მეთაურად დანიშნეს; იმავე წელს გააგზავნეს ქ. პუშკინოში საარტილერიო კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ქ. დნეპროპეტროვსკის საარტილერიო პოლკის სკოლის ხელმძღვანელად; 1939 წელს 739-ე საჰაუბიცო საარტილერიო პოლკის მეთაურად დანიშნეს. ამ თანამდედობაზე მოუსწო მას დიდმა სამამულო ომმა და პირველი საბრძოლო ნათლობა კიევის დაცვაში მიიღო; 1941 წლის ნოემბერში ა. გიორგობიანი 375-ე მსროლელ დივიზიაში არტილერიის უფროსად გადაიყვანეს; მისი ხელმძღვანელობით არტილერიის ნაწილებმა ქ. კალინინის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი დახმარება გაუწია დივიზიის ნაწილებს. მან ქ. სტარიცის ბრძოლაში მამაცობა გამოიჩინა და ოსტატურად გამოიყენა არტილერია. ამ წარმატებული ოპერაციისთვის სარდლობის ბრძანებით წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა და პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა; ქალაქების კოკშკინოს და კოკოშკინოს განთავისუფლებისთვის საქმეში არტილერიის ეფექტიანად გამოყენებისათვის ა. გიორგობიანი მეორედ დააჯილდოვეს წითელი დროშის ორდენით და მეათე გვარდიული არმიის არტილერიის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს; ქალაქ სმოლენსკსა და როსლავში გაჩაღებულ ბრძოლებში საბრძოლო ოპერაციების სანიმუშო ხელმძღვანელობისათვის 1943 წლის 29 სექტემბერს დააჯილდოვეს კუტუზოვის მე-2 ხარისხის ორდრენით; ქალაქების სიჩევსკის, გჟადსკის, ვიაზემისა და ელნიას განთავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლებში იგი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო ქ. ვიცებსკის აღებისათვის არტილერიის სანიმუშო ხელმძღვანელობისათვის დააჯილდოვეს ლენინის ორდენით. ამ ოპერაციის დროს ის მძიმედ დაიჭრა და განკურნების შემდეგ ამიერკავკასიაში გადაიყვანეს, ხოლო 1953 წელს თადარიგში გადავიდა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.108-109 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

