| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აქვსენტი გიორგობიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი თხმორი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა 26 კომისრის სახელობის ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელი 1930 წელს; ქ. პუშკინოს (მოსკოვის ოლქი) საარტილერიო კურსები 1936 წელს. 1930 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჯერ მე-2 საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაურად დაინიშნა, ხოლო 1932 წელს ამავე პოლკის ბატალიონის მეთაურად დააწინაურეს; 1936 წელს იგი კვლავ დააწინაურეს და დივიზიონის მეთაურად დანიშნეს; იმავე წელს გააგზავნეს ქ. პუშკინოში საარტილერიო კურსებზე, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ქ. დნეპროპეტროვსკის საარტილერიო პოლკის სკოლის ხელმძღვანელად; 1939 წელს 739-ე საჰაუბიცო საარტილერიო პოლკის მეთაურად დანიშნეს. ამ თანამდედობაზე მოუსწო მას დიდმა სამამულო ომმა და პირველი საბრძოლო ნათლობა კიევის დაცვაში მიიღო; 1941 წლის ნოემბერში ა. გიორგობიანი 375-ე მსროლელ დივიზიაში არტილერიის უფროსად გადაიყვანეს; მისი ხელმძღვანელობით არტილერიის ნაწილებმა ქ. კალინინის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი დახმარება გაუწია დივიზიის ნაწილებს. მან ქ. სტარიცის ბრძოლაში მამაცობა გამოიჩინა და ოსტატურად გამოიყენა არტილერია. ამ წარმატებული ოპერაციისთვის სარდლობის ბრძანებით წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდა და პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა; ქალაქების კოკშკინოს და კოკოშკინოს განთავისუფლებისთვის საქმეში არტილერიის ეფექტიანად გამოყენებისათვის ა. გიორგობიანი მეორედ დააჯილდოვეს წითელი დროშის ორდენით და მეათე გვარდიული არმიის არტილერიის უფროსის მოადგილედ დააწინაურეს; ქალაქ სმოლენსკსა და როსლავში გაჩაღებულ ბრძოლებში საბრძოლო ოპერაციების სანიმუშო ხელმძღვანელობისათვის 1943 წლის 29 სექტემბერს დააჯილდოვეს კუტუზოვის მე-2 ხარისხის ორდრენით; ქალაქების სიჩევსკის, გჟადსკის, ვიაზემისა და ელნიას განთავისუფლებისათვის გმირულ ბრძოლებში იგი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო ქ. ვიცებსკის აღებისათვის არტილერიის სანიმუშო ხელმძღვანელობისათვის დააჯილდოვეს ლენინის ორდენით. ამ ოპერაციის დროს ის მძიმედ დაიჭრა და განკურნების შემდეგ ამიერკავკასიაში გადაიყვანეს, ხოლო 1953 წელს თადარიგში გადავიდა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.108-109 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

