| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნორა გადელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო ქობულეთის რაიონში; 1962 წლის პირველ სექტემბერს სენაკის მე-5 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა, შემდეგ ამავე სკოლაში 1974 წლამდე დირექტორის მოადგილე იყო; 1979 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ცხაკაიას მე-2 საშუალო სკოლაში; 1981 წლამდე იყო სკოლის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე მუშაობის დარგში; 2010 წლამდე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, პარალელურად კერძო სკოლა "ალბიონშიც" მუშაობდა; 1984 წელს გახდა უფროსი მასწავლებელი; 1989 წელს კი საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით "მასწავლებელ-მეთოდისტის" წოდება მიენიჭა. 1965 წელს რაიონული საბჭოს, I967-1969წწ. იყო საქალაქო საბჭოს დეპუტატი. განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დარგობრივი პროფკავშირის მიერ დაჯილდოებულია სიგელებით. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.255 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

