| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ეზაკელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. 1939 წელს, სწავლა განაგრძო მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1946 წელს, დემობილიზაციის შემდეგ დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1951 წელს დაამთავრა. საინჟინრო საქმიანობა დაიწყო აფხაზეთის სამონტაჟო სამმართველო "საქსოფელექტროში" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1953-1958წწ. მუშაობდა მძიმე მრეწეელობის საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში"; უშუალოდ მონაწილეობდა ქ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგლინავ, მარტენისა და კოქს-ქიმიურ საამქროებში ტექნოლოგიური პროცესების გამართვასა და ამუშავებაში; 1958 წელს დაიწყო მუშაობა ახალჩამოყალიბებულ საპროექტო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" (ქ. რუსთავი); 1959 წელს დანიშნეს ინსტიტუტ "ავტომატმრეწვის" მთავარ ინჟინრად, 1975 წელს – ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; მისი მუშაობის პერიოდში "ავტომატმრეწვი" ჩამოყალიბდა საკავშირო მნიშვნელობის ინსტიტუტად და მის ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ავტომატმრეწვი", რომელიც საკავშირო მთავრობის მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა საბჭოთა კაეშირის უდიდესი მეტალურგიული ქარხნებისათვის; "ავტომატმრეწვში" მუშაობისას მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია. იგი 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს 39 გამოგონების საავტორო მოწმობა, არაერთხელ მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, მოხსენებებით გამოდიოდა როგორც საბჭოთა კავშირის ქალაქებში (მოსკოვი, კიევი, ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი და სხვა), ისე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში, ბულგარეთსა და უნგრეთში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში. იგი დაჯილდოებულია საკავშირო გამოფენის ოქროსა და ვერცხლის მედლებით, საკავშირო ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროს წარჩინებულის საპატიო წოდებით. სულ მიღებული აქეს თხუთმეტი სხვადასხვა ორდენი და მედალი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

