| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვილი მაისურაძე![]()
Biographyუნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვაში", მათემატიკის უზრუნველყოფის განყოფილებაში. 1977 წლიდან მუშაობდა მართვის სისტემების ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლიდან იყო ინსტიტუტის ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, გამოქვეყნებული აქვს 55 სამეცნიერო ნაშრომი და სამი მონოგრაფია. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1999 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის წმ. გრიგოლ ფერაძის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობა ეკავა. 2006-2007წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არასკალარული ოპტიმიზაცია დალაგებულ სივრცეებში", დაიცვა 1998 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

