| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური მეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო ინსტიტუტი და მიენიჭა რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრის კვალიფიკაცია. სამუშაოდ უკრაინაში, დონეცკის ოლქში გაანაწილეს; უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამრეწველო საწარმოში, სამეცნიერო-კელევით ინსტიტუტში და სახელმწიფო უწყებაში; შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია ახალჩამოყალიბებულ ქარხანა "ელექტროიზოლიტში", სადაც ინჟინერ-ტექნოლოგის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდგომ ამავე ქარხნის დირექტორად დააწინაურეს; 1975 წლიდან - თბილისის ელექტროშემდუღებელი მოწყობილობების ქარხნისა და ქარხანასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი; 1980 წლიდან - თბილისის ელექტრონული გამოთვლითი ტექნიკის ქარხნის დირექტორი; მოგვიანებით ამ ქარხნის ბაზაზე ჩამოყალიბებული საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალური დირექტორი; 1991 წლიდან - საქართველოს მრეწველობის სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი, მინისტრის პირველი მოადგილე; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და სიგელები. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.280-281; იური მეიშვილი : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი,2016.-21 სექტემბერი.-N176(8068).-გვ.11 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

