| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი საყვარელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1927 წელს სწავლა დაიწყო საღამოს ათწლედში და იმავე დროს მუშაობდა ჭიათურის მაღაროს მუშად, როგორც აქტიური საზოგადოებრივი მუშაკი არჩეულ იქნა ჭიათურის მარგანეცის ტრესტის ადგილკომის თავმჯდომარედ; 1933 წელს შედის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1934-1936წწ. მუშობდა ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1937 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კ. პ.(ბ) გორის რაიკომის მეორე მდივნად; 1939 წელს საქართველოს კ. პ.(ბ) ორჯონიკიძის (ხარაგაულის) რაიკომის პირველ მდივნად; 1943 წელს საქართველოს კ. პ.(ბ) ზესტაფონის რაიკომის პირველ მდივნად; 1953-1954წწ. იყო ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" სამედიცინო ლიტერატურის რედაქციის გამგე. მისი შრომები ძირითადად ჯანდაცვის ორგანიზაციასა და მედიცინის ისტორიის საკითხებს ეხება. ავტორია მონოგრაფიებისა: "საქართველოში საშუალო სამედიცინო განათლების ისტორიის შესახებ" და "ქართველი ექიმები დიდ სამამულო ომში". იყო საქართველოს სსრ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1959), ქართული მედიცინის ისტორიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნარკვევები საქართველოს სამედიცინო განათლების ისტორიიდან საქართველოში", დაიცვა 1959 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.774-775; 1951 წლის 18 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს სერგო საყვარელიძეს [პლაკატი].-თბ.,1951 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

