| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1915 წელს. 1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიის მე-7 ოლვიოპოლის ულანთა პოლკში. მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ჰქონდა კორნეტის, შემდეგ შტაბს-როტმისტრის წოდება. 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით. თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქეთის ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში (თავის მოგონებებში ამ ეპიზოდის აღწერისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი წულუკიძეს "თავზედხელაღებულ მამაც პოლკოვნიკს" უწოდებს. გასაბჭოების შემდეგ ერთხანს მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. 1936-1939წწ. მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში ნაციონალისტების მხარეზე. 1939-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის წლებში მას რთული სამხედრო ბიოგრაფია ჰქონდა. 1940 წლის ივნისიდან 1941 წელის სექტემბრამდე მსახურობდა საფრანგეთის არმიაში. 1942 წელის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ვერმახტის ერთ-ერთი კავკასიური ფორმირების მეთაური კელცეში. 1944 წლის აგვისტოდან "სს"-ის რეზერვში ირიცხებოდა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა ვაფენ-სს-ის ქართულ ჯგუფს (SS-Waffengruppe Georgien), რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში იყო განლაგებული. იმავე წლის აპრილში იტალიელი პარტიზანების მხარეს გადავიდა. ომის შემდეგ ცხოვრობდა ესპანეთში და მუშაობდა ესპანეთის ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში. ქართველი თავადი, სამხედრო მოღვაწე. წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

