The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ წულუკიძე

ფრიდონ წულუკიძე
Legal name:მიხეილ წულუკიძე
Date of birth:8 October, 1894
Date of death:7 November, 1976  (at 82 years)
Burial location:მადრიდი, ესპანეთი
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1915 წელს.

1914-1918წწ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიის მე-7 ოლვიოპოლის ულანთა პოლკში. მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ჰქონდა კორნეტის, შემდეგ შტაბს-როტმისტრის წოდება. 1918-1921წწ. მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით. თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქეთის ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში (თავის მოგონებებში ამ ეპიზოდის აღწერისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი წულუკიძეს "თავზედხელაღებულ მამაც პოლკოვნიკს" უწოდებს. გასაბჭოების შემდეგ ერთხანს მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში. 1936-1939წწ. მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში ნაციონალისტების მხარეზე. 1939-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის წლებში მას რთული სამხედრო ბიოგრაფია ჰქონდა. 1940 წლის ივნისიდან 1941 წელის სექტემბრამდე მსახურობდა საფრანგეთის არმიაში. 1942 წელის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ვერმახტის ერთ-ერთი კავკასიური ფორმირების მეთაური კელცეში. 1944 წლის აგვისტოდან "სს"-ის რეზერვში ირიცხებოდა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა ვაფენ-სს-ის ქართულ ჯგუფს (SS-Waffengruppe Georgien), რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში იყო განლაგებული. იმავე წლის აპრილში იტალიელი პარტიზანების მხარეს გადავიდა. ომის შემდეგ ცხოვრობდა ესპანეთში და მუშაობდა ესპანეთის ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში. ქართველი თავადი, სამხედრო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს პროსოპოგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვარი

Share: