| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უჩა დალაქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიოინი. დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1965 წელს. 1965-1977წწ. მუშაობდა ტყიბულის ავტოსატრანსპორტო საწარმოში ავტოფარეხის უფროსად, საწარმოს მთავარ ინჟინრად; 1977 წელს სათავეში ჩაუდგა ქ. ტყიბულში ნავთობაზის მშენებლობას და 1981 წელს ექსპლუატაციაში გაუშვა 10,000 ათასი კუბომეტრი ტევადობის ნავთობაზა, რომელიც ემსახურება და ნავთობპროდუქტებით ამარაგებს ტყიბულის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და თერჯოლის რაიონებს. გარდა ნავთოპროდუქტების და მომარაგებისა მან ხელი მოჰკიდა ჩაის კულტურისა და ჩაის მრეწველობის აღდგენის საქმესაც. 2003 წელს შეისყიდა და აღადგინა ტყიბულის ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, გამოუშვა სხვადასხვა ხარისხის შავი და მწვანე ჩაი. როგორც ქველმოქმედს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აგების კეთილშობილურ საქმეში, გაზეთ "ოკრიბასა" და სხვა შემოქმედებით კოლექტივების დახმარებაში. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.141
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

