The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უჩა დალაქიშვილი

უჩა დალაქიშვილი
Date of birth:21 July, 1935  (90 years)
Category:Businessmen, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭელიაღელე, ამბროლაურის რაიოინი.

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი 1965 წელს.

1965-1977წწ. მუშაობდა ტყიბულის ავტოსატრანსპორტო საწარმოში ავტოფარეხის უფროსად, საწარმოს მთავარ ინჟინრად; 1977 წელს სათავეში ჩაუდგა ქ. ტყიბულში ნავთობაზის მშენებლობას და 1981 წელს ექსპლუატაციაში გაუშვა 10,000 ათასი კუბომეტრი ტევადობის ნავთობაზა, რომელიც ემსახურება და ნავთობპროდუქტებით ამარაგებს  ტყიბულის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და თერჯოლის რაიონებს. გარდა ნავთოპროდუქტების და მომარაგებისა მან ხელი მოჰკიდა ჩაის კულტურისა და ჩაის მრეწველობის აღდგენის საქმესაც. 2003 წელს შეისყიდა და აღადგინა ტყიბულის ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა, გამოუშვა სხვადასხვა ხარისხის შავი და მწვანე ჩაი. როგორც ქველმოქმედს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აგების კეთილშობილურ საქმეში, გაზეთ "ოკრიბასა" და სხვა შემოქმედებით კოლექტივების დახმარებაში.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.141


Share: