| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1959 წელს ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ანალიზური ხელსაწყოთმშენებლობის საკავშირო საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად. 1964 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის საკავშირო მეტროლოგიის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. მან არაერთი საინჟინრო ხერხი შეიმუშავა ნახევარგამტარიანი კვების წყაროების გამომავალი ძაბვის სტაბილურობის დონის მიზნით. 1971 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1976-1980წწ. - ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის პროფესიული კავშირების ბიუროს თაემჯდომარე; 1983-1986წწ. მუშაობდა იემენის არაბული რესპუბლიკის დედაქალაქ ადენის უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციების კურსს 6 დისციპლინაში. ამ ხნის განმავლობაში კონტრაქტ "უნივერსიტეტის" პროფბიუროს თაემჯდომარე იყო. 1987–2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ჯგუფებში. სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

