| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1959 წელს ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო ანალიზური ხელსაწყოთმშენებლობის საკავშირო საკონსტრუქტორო ბიუროში ინჟინრად. 1964 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის საკავშირო მეტროლოგიის სამეცნიერო-კელევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. მან არაერთი საინჟინრო ხერხი შეიმუშავა ნახევარგამტარიანი კვების წყაროების გამომავალი ძაბვის სტაბილურობის დონის მიზნით. 1971 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. 1976-1980წწ. - ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის პროფესიული კავშირების ბიუროს თაემჯდომარე; 1983-1986წწ. მუშაობდა იემენის არაბული რესპუბლიკის დედაქალაქ ადენის უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციების კურსს 6 დისციპლინაში. ამ ხნის განმავლობაში კონტრაქტ "უნივერსიტეტის" პროფბიუროს თაემჯდომარე იყო. 1987–2013წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობდა ლექციებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ჯგუფებში. სამეცნიერო ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

