The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ჩიქოვანი

ლევან ჩიქოვანი
Date of birth:14 January, 1927
Date of death:June, 2013  (at 86 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948-1954წწ. იყო ქლუხორის რაიონული საავადმყოფოს ოფთალმოლოგი და ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1954-1957წწ. თბილისის თვალის დაავადებათა კლინიკის (ხელმძღვანელი პროფესორი ი. სიხარულიძე) ორდინატორი; 1972 წლიდან თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლენილ იქნა: მოსკოვისა (1971) და ოდესის (1978) თვალის დაავადებათა კლინიკებში. ავტორია ორი სახელმძღვანელოს, ორი მონოგრაფიისა და ათი სამედიცინო მეცნიერული ნაშრომისა: "თვალის დაავადებები" (თანაავტორი დოცენტი ნიკოლოზ ბერაძე, სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტთათვის), "თვალის დაავადებები" (საშუალო სამედიცინო სასწავლებლის მოსწავლეთათვის). იყო საქართველოს ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ცენტრის ორდინატორი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი-ოფთალმოლოგი (1990).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 803-804; ლევან ჩიქოვანი : განცხადება გარდაცვალების შესახებ // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2013.-11 ივნისი.-N107 (7234).- 11გვ.

Member of Organizations

  • საქართველოს თვალის საზოგადოება, წევრი (1957-)

Bibliography


Share: