| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარგარიტა ასტვაცატუროვა![]()
Biographyდაიბადა ადვოკატის ოჯახში, ბავშვობა ავადმყოფობის გამო გაატარა შვეიცარიაში, დაბრუნდა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სტენოგრაფისტად. 1942 წელს მისი მეუღლე გადაასახლეს ანტისაბჭოთა აგიტაციის ბრალდებით. 1943 წელს კინოსტუდიის სტენოგრაფისტად მუშაობისას დააპატიმრეს ანტისაბჭოთა დაჯგუფების წევრობის ბრალდებით და 10 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში გაგზავნა მიუსაჯეს. გათავისუფლდა 1953 წელს. რეაბილიტირებულ იქნა 1959 წელს. შემდგომ პერიოდში ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას – ასწავლიდა ფრანგულ ენას. წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ / გამოცემაზე მუშაობდნენ: ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, გიორგი შაიშმელაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი.-თბ.,2017.-გვ.288-314
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

