| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელი ფერშლის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1958წწ. ბორჯომის რაიონის საავადმყოფოს მედრეგისტრატორი; 1958-1966წწ. აქვე - გინეკოლოგიური განყოფილების პალატის მედდა; 1966 წელს მიავლინეს საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გინეკოლოგიაში; 1966-1970წწ. ბორჯომის რაისაავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი მედდა; 1970 წელს გააგზავნეს საშუალო სამედიცინო პერსონალის უფროსი მედდის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე; 1970-2001წწ. მუშაობას აგრძელებს უფროსი მედდის თანამდებობაზე; 1988 წელს გაიარა ექთნის ატესტაცია; 1990 წელს მიენიჭა ბებიაქალის პირველი კატეგორიის წოდება; 1997 წელს კონტრაქტით მუშაობდა ბორჯომის სამშობიარო სახლში უფროსი მედდის თანამდებობაზე; 2001 წლიდან პერსონალური პენსიონერი. მიღებული აქვს ბევრი მადლობა, სიგელი, "მადლიერების სიგელი" ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (2010). შეყვანილია ბორჯომის რაისაავადმყოფოს საპატიო წიგნში. "მედეას მალამოს" სახელით გამოდის მის მიერ შექმნილი მალამო, რომლითაც მკურნალობენ: დამწვრობას, ჭრილობებს, ბუასილს, მასტიტს. ბებიაქალი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.814 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

