| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ დავითაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელი ფერშლის სპეციალობით 1956 წელს. 1957-1958წწ. ბორჯომის რაიონის საავადმყოფოს მედრეგისტრატორი; 1958-1966წწ. აქვე - გინეკოლოგიური განყოფილების პალატის მედდა; 1966 წელს მიავლინეს საშუალო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გინეკოლოგიაში; 1966-1970წწ. ბორჯომის რაისაავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი მედდა; 1970 წელს გააგზავნეს საშუალო სამედიცინო პერსონალის უფროსი მედდის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე; 1970-2001წწ. მუშაობას აგრძელებს უფროსი მედდის თანამდებობაზე; 1988 წელს გაიარა ექთნის ატესტაცია; 1990 წელს მიენიჭა ბებიაქალის პირველი კატეგორიის წოდება; 1997 წელს კონტრაქტით მუშაობდა ბორჯომის სამშობიარო სახლში უფროსი მედდის თანამდებობაზე; 2001 წლიდან პერსონალური პენსიონერი. მიღებული აქვს ბევრი მადლობა, სიგელი, "მადლიერების სიგელი" ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (2010). შეყვანილია ბორჯომის რაისაავადმყოფოს საპატიო წიგნში. "მედეას მალამოს" სახელით გამოდის მის მიერ შექმნილი მალამო, რომლითაც მკურნალობენ: დამწვრობას, ჭრილობებს, ბუასილს, მასტიტს. ბებიაქალი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.814 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

