| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ხუბულური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1960წწ. ქ. აქტიუბინსკის (ყაზახეთის რესპუბლიკა) სამშობიარო სახლის ექიმი; 1963-1967წწ. გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1967-1970წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმი-გინეკოლოგი; 1970-1971წწ. ლენინის რაიონის აპარატის ექიმი ინსპექტორ-გინეკოლოგი; 1971-1976წწ. მე-5 სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; 1976 წლიდან თბილისის პირველი მედსანნაწილის (ამჟამად თბილისის მე-5 საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება) ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1984 წლიდან პარალელურად, წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოს პოლიკლინიკაში ექიმ-გინეკოლოგად; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: რეპროდუქტოლოგიაში, ქირურგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში; მედსანნაწილში საავიაციო ქარხანაში ატარებდა ლექციებს, სამეცნიერო შეკრებებს; მისი ინიციატივით იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აქტივისტ სტუდენტთა ჯგუფები და იგზავნებოდნენ დედაქალაქის ცალკეულ სამკურნალო დაწესებულებების კადრების განყოფილებებში, რომელთა დახმარებითაც აჰყავდათ აღრიცხვაზე მარტოხელა ექიმები, პენსიონრები, მრავალშვილიანი დედები და საზოგადოება "კარიტასის" საშუალებით აწვდიდნენ მათ მატერიალურ დახმარებებს. ასეთი სამსახურისათვის იგი დაჯილდოვდა ასოციაციისაგან დამსახურებული მედიკოსის მედლით (2002). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.815-816 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

