| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ხუბულური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1960წწ. ქ. აქტიუბინსკის (ყაზახეთის რესპუბლიკა) სამშობიარო სახლის ექიმი; 1963-1967წწ. გომბორის საუბნო საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1967-1970წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურის ექიმი-გინეკოლოგი; 1970-1971წწ. ლენინის რაიონის აპარატის ექიმი ინსპექტორ-გინეკოლოგი; 1971-1976წწ. მე-5 სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი; 1976 წლიდან თბილისის პირველი მედსანნაწილის (ამჟამად თბილისის მე-5 საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება) ექიმი მეან-გინეკოლოგი; 1984 წლიდან პარალელურად, წლების განმავლობაში მუშაობდა ბრიტანეთის საელჩოს პოლიკლინიკაში ექიმ-გინეკოლოგად; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები: რეპროდუქტოლოგიაში, ქირურგიასა და მეანობა-გინეკოლოგიაში; მედსანნაწილში საავიაციო ქარხანაში ატარებდა ლექციებს, სამეცნიერო შეკრებებს; მისი ინიციატივით იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აქტივისტ სტუდენტთა ჯგუფები და იგზავნებოდნენ დედაქალაქის ცალკეულ სამკურნალო დაწესებულებების კადრების განყოფილებებში, რომელთა დახმარებითაც აჰყავდათ აღრიცხვაზე მარტოხელა ექიმები, პენსიონრები, მრავალშვილიანი დედები და საზოგადოება "კარიტასის" საშუალებით აწვდიდნენ მათ მატერიალურ დახმარებებს. ასეთი სამსახურისათვის იგი დაჯილდოვდა ასოციაციისაგან დამსახურებული მედიკოსის მედლით (2002). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.815-816 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

