The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჩაჩხიანი

თემურ ჩაჩხიანი
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1942
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2009  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" ინჟინრის თანამდებობაზე, შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1970 წლიდან გააგრძელა მუშაობა რუსთავის "ავტომატმრეწვში", სადაც თანამიმდევრობით განვლო გზა ჯგუფის ხელმძღვანელიდან განყოფილების გამგემდე; 1985 წლიდან იყო თბილისის ტრანსავტომატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგე; 2002-2006წწ. - რუსთავის "ავტომატმრეწვში" განყოფილების გამგე. წლების განმავლობაში მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის, ქ. მნიშეკის მეტალურგიულ ქარხანაში აგლომერაციის წარმოების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა - დანერგვაზე. მიღწეული წარმატებისათვის ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ 1983 წელს დააჯილდოვა "შრომის მედლით". 1980 წელს იგი აღიარეს ხელსაწყოთმშენებლობის დარგის საუკეთესო გამომგონებლად. იმავე წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ დააჯილდოვა პირველი ხარისხის დიპლომით, გამომგონებლობასა და რაციონალიზაციაში მიღწეული შედეგებისათვის. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.305-306


გააზიარე: