| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ჩაჩხიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1965 წელს. 1965 წლიდან მუშაობდა რუსთავის საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" ინჟინრის თანამდებობაზე, შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში. წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1970 წლიდან გააგრძელა მუშაობა რუსთავის "ავტომატმრეწვში", სადაც თანამიმდევრობით განვლო გზა ჯგუფის ხელმძღვანელიდან განყოფილების გამგემდე; 1985 წლიდან იყო თბილისის ტრანსავტომატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში განყოფილების გამგე; 2002-2006წწ. - რუსთავის "ავტომატმრეწვში" განყოფილების გამგე. წლების განმავლობაში მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის, ქ. მნიშეკის მეტალურგიულ ქარხანაში აგლომერაციის წარმოების ავტომატიზაციის სისტემის შექმნა - დანერგვაზე. მიღწეული წარმატებისათვის ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ 1983 წელს დააჯილდოვა "შრომის მედლით". 1980 წელს იგი აღიარეს ხელსაწყოთმშენებლობის დარგის საუკეთესო გამომგონებლად. იმავე წელს საქართველოს მინისტრთა საბჭომ დააჯილდოვა პირველი ხარისხის დიპლომით, გამომგონებლობასა და რაციონალიზაციაში მიღწეული შედეგებისათვის. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

