The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჩხაიძე

ზურაბ ჩხაიძე
Date of birth:1953
Date of death:2012  (at 59 years)
Category:Economist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1974 წელს, "მართვის ავტომატიზებული სისტემების" სპეციალობით. იყო ამავე კათედრის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი და დოცენტი.

1991 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ინფორმატიკის სპეციალობით, ხოლო 2011 წელს  - სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის სფეროში. 1984-1993წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების სამინისტროს სამეცნიერო სასწავლო-საწარმოო გაერთიანება "ინფორმატიკის" გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. პარალელურად საქმიანობდა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო საქმის კათედრაზე, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება. იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ეწეოდა ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მომზადების სრულყოფასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას, სასწავლო პროცესების ორგანიზაცაციისა და მართვის უახლესი მეთოდების დანერგვას ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ მიმართულების მან 5 სახელმძღვანელო შექმნა. იყო არაერთი წარმატებული დოქტორანტისა და მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1995 წლიდან მუშაობდა "ვი-თი-ბი" ბანკის ინფორმატიკის სამმართველოს უფროსად, სადაც დანერგა ორიგინალური საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები. მის კალამს ეკუთვნის ხუთი სახელმძღვანელო, მონოგრაფია და 50-მდე სამეცნიერო სტატია, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. "ბიზნეს-ინჟინერინგის" ფაკულტეტიდან არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მმართველობითი ორგანოს – აკადემიური საბჭოს წევრად. სამეცნიერო ჟურნალ "ბიზნეს-ინჟინერინგის" ელექტრონული ეერსიის მთავარი რედაქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საბანკო საქმის" კათედრის პროფესორი, "ვი-თი-ბი" ბანკის ჯორჯიას ინფორმატიკის სამმართველოს უფროსი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.307ზურაბ ჩხაიძე / ნეკროლოგი // 24 საათი.-თბილისი, 2012.-15 სექტემბერი.-N3112 (205).-გვ.A2

Member of Organizations

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის

Bibliography


Share: