| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სულიკო სირბილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1972 წწ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარული განათლების სახლის ექიმი-მეთოდისტი, აქვე - მთავარი ექიმი; 1972-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანიტარული ეპიდემიოლოგიური სადგურის (სეს-ის) ექიმი-ეპიდემიოლოგი, პარალელურად იყო ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ორდინატორი, შემდეგ-საავადმყოფოს ბავშვთა კუჭ-ნაწლავის ინფექციების განყოფილების გამგე; 1995-2004წწ. ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს მოზრდილთა ინფექციების განყოფილების გამგე; კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ციკლით "ინფექციური დაავადებები" და "სეფსისოლოგია"; 1976 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გაიარა ატესტაცია და მიენიჭა ექიმ-ინფექციონისტის კვალიფიკაცია. იგი როგორც საუკეთესო პედაგოგი 30 წლის მანძილზე ლექციებს უკითხავდა ბათუმის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტებს, ასრულებდა მეთოდკომისიის თავჯდომარის თანამდებობას. მიწვეული იყო ასისტენტად შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში, (ამჟამად უნივერსიტეტი) დამოუკიდებელ უნივერსიტეტში და სამედიცინო კოლეჯში; 1977-1982წწ. იყო ქ. ბათუმის მთავარი ინფექციონისტი; იგი დაჯილდოებულია ბევრი მადლობით, სიგელითა და მედლით: " საიუბილეო", " გამოცდილი ექიმი-ინფექციონისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 822-823 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

