The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზა ჩიქობავა

იზა ჩიქობავა
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1937  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1957 წელს მუშაობდა ქ. ზესტაფონის გრენქარხნის სეზონის მუშად; 1958 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებელად; 1965-1969წწ. ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ამბულატორიის გამგედ; 1969-1980წწ. ქ. ზესტაფონის სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორია; 1980-1989წწ. ქალთა კონსულტაციის გამგე; 1989-1998წწ. სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორია; 1998 წლიდან სამშობიარო სახლის სისხლის გადასხმის კაბინეტის ექიმია; გავლილი აქვს მთელი ციკლი სამეანო გინეკოლოგიაში ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში (1974, 1981, 1988, 1993); თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიაში მიღებული აქვს ექიმის ლიცენზია (1999) და მინიჭებული აქვს უფლება დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობაზე, სახელმწიფო სერთიფიკატი (1999, 2004); მიღებული აქვს მონაწილეობა: მედიკოსთა XIV საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაში - ქობულეთი - საქართველოს ექიმთა კონგრესში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვა საუკუნეთა მიჯნაზე, რეალობა და პერსპექტივები" (2003), ქუთაისის საერთაშორისო კონგრესში - ოჯახის ექიმის ინსტიტუტის  განვითარება საქართველოში (2005), "ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში" - ოჯახის დაგეგმარებაში (2005) ქუთაისი; 2006 წელს დასახელდა ქ. ზესტაფონში წლის საუკეთესო ექიმად; ქ. ზესტაფონის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ზესტაფონის რაიონში სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის განვითარების 50 წლისთავისათვის მიძღვნილი ი. ჩიქობავას მიერ შედგენილი ალბომი. მეან - გინეკოლოგი.

წყარო:  საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.825-826

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული აკადემია, საპატიო წევრი (2007-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: