| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იზა ჩიქობავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1957 წელს მუშაობდა ქ. ზესტაფონის გრენქარხნის სეზონის მუშად; 1958 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურის საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებელად; 1965-1969წწ. ზესტაფონის რაიონის სოფელ ზედა საქარის ამბულატორიის გამგედ; 1969-1980წწ. ქ. ზესტაფონის სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორია; 1980-1989წწ. ქალთა კონსულტაციის გამგე; 1989-1998წწ. სამშობიარო სახლის ექიმი-ორდინატორია; 1998 წლიდან სამშობიარო სახლის სისხლის გადასხმის კაბინეტის ექიმია; გავლილი აქვს მთელი ციკლი სამეანო გინეკოლოგიაში ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში (1974, 1981, 1988, 1993); თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო აკადემიაში მიღებული აქვს ექიმის ლიცენზია (1999) და მინიჭებული აქვს უფლება დამოუკიდებელ სამედიცინო საქმიანობაზე, სახელმწიფო სერთიფიკატი (1999, 2004); მიღებული აქვს მონაწილეობა: მედიკოსთა XIV საერთაშორისო სკოლა-კონფერენციაში - ქობულეთი - საქართველოს ექიმთა კონგრესში - "საქართველოს ჯანმრთელობის დაცვა საუკუნეთა მიჯნაზე, რეალობა და პერსპექტივები" (2003), ქუთაისის საერთაშორისო კონგრესში - ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში (2005), "ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში" - ოჯახის დაგეგმარებაში (2005) ქუთაისი; 2006 წელს დასახელდა ქ. ზესტაფონში წლის საუკეთესო ექიმად; ქ. ზესტაფონის სახელმწიფო მუზეუმში ინახება ზესტაფონის რაიონში სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის განვითარების 50 წლისთავისათვის მიძღვნილი ი. ჩიქობავას მიერ შედგენილი ალბომი. მეან - გინეკოლოგი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.825-826 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

