| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან წულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1958 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1967 წლიდან - გამოთვლითი ცენტრის დაპროგრამების განყოფილების დაპროგრამების ავტომატიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1970 წლიდან - მათემატიკური უზრუნეელყოფის ლაბორატორიის გამგე; 1972 წელს – გამომთვლელი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის ლაბორატორიის გამგე. 1973 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1975 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოთვლითი ცენტრის საინფორმაციო-საძიებო სისტემების დამუშავების განყოფილების გამგე; 1977 წლიდან - გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1978 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება "გამოთვლითი მათემატიკის" სპეციალობით. 1990 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და პროგრამების, ავტომატიზაციისა და მათემატიკური უზრუნველყოფის დარგში. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

