The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან წულაძე

Date of birth:1934
Date of death:1997  (at 63 years)
Category:Mathematician, Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1958 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1967 წლიდან - გამოთვლითი ცენტრის დაპროგრამების განყოფილების დაპროგრამების ავტომატიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1970 წლიდან - მათემატიკური უზრუნეელყოფის ლაბორატორიის გამგე; 1972 წელს – გამომთვლელი მანქანების მათემატიკური უზრუნველყოფის ლაბორატორიის გამგე. 1973 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1975 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოთვლითი ცენტრის საინფორმაციო-საძიებო სისტემების დამუშავების განყოფილების გამგე; 1977 წლიდან - გამოთვლითი ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1978 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის სამეცნიერო წოდება "გამოთვლითი მათემატიკის" სპეციალობით. 1990 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და პროგრამების, ავტომატიზაციისა და მათემატიკური უზრუნველყოფის დარგში. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.311

Bibliography


Share: