The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანა კუცია-ჩოჩია

ანა კუცია-ჩოჩია
ოფიციალური სახელი:ანა კუცია
სხვა სახელი:ანიკო კუცია-ჩოჩია
ანა ჩოჩია
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1964  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია 1919 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს.

იყო გამოჩენილი პედიატრის, პროფესორ სიმონ გოგიტიძის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი. 1921-1926წწ. იყო მისი ასისტენტი თბილისის პირველ კლინიკურ (ე.წ. "არამიანცის") საავადმყოფოში, ხოლო 1926-1930 წლებში ამავე საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1930-1964 წლებში იყო აბაშის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, შემდეგ კი აბაშის რაიონული საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე. ანა კუცია-ჩოჩია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პედიატრიული საზოგადოების საქმიანობაში. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრად. ცნობილი მრეწველის, კომერსანტის და საზოგადო მოღვაწის ნესტორ კუციას შვილი, ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის და, ცნობილი ქირურგის ალექსანდრე ჩოჩიას დედა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: