| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა კუცია-ჩოჩია![]()
Biographyდაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია 1919 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1929 წელს. იყო გამოჩენილი პედიატრის, პროფესორ სიმონ გოგიტიძის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი. 1921-1926წწ. იყო მისი ასისტენტი თბილისის პირველ კლინიკურ (ე.წ. "არამიანცის") საავადმყოფოში, ხოლო 1926-1930 წლებში ამავე საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი; 1930-1964 წლებში იყო აბაშის რაიონის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, შემდეგ კი აბაშის რაიონული საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე. ანა კუცია-ჩოჩია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პედიატრიული საზოგადოების საქმიანობაში. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრად. ცნობილი მრეწველის, კომერსანტის და საზოგადო მოღვაწის ნესტორ კუციას შვილი, ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის და, ცნობილი ქირურგის ალექსანდრე ჩოჩიას დედა. Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

